ამერიკელების სააღდგომო ხარჯები 2025 წელს 5,4%-ით, 23,6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება

ამერიკელების ჯამური ხარჯები აღდგომის დღესასწაულზე 2025 წელს გაიზრდება 5,4%-ით, 23,6 მილიარდ დოლარამდე, – ეს შედეგი აჩვენა -ში საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის (NRF) ყოველწლიურმა გამოკითხვამ.
რეკორდული მაჩვენებელი 24 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა 2023 წელს, მინიმალური – 2009 წელს, 12,7 მილიარდი დოლარი.
ამერიკელები სააღდგომოდ კვების პროდუქტებზე დახარჯავენ 7,4 მილიარდ დოლარს, საჩუქრებზე 3,8 მილიარდს, ტანსაცმელზე 3,5 მილიარდს, ტკბილეულზე 3,3 მილიარდს, ყვავილებზე 1,9 მილიარდს და სახლის დეკორაციაზე 1,7 მილიარდს. გამოკითხულთა 92% გეგმავს ტკბილეულის შეძენას, 89% საკვების, 65% საჩუქრების, 51% სამკაულების, 49% ტანსაცმლის.
ამერიკელების ნახევარზე მეტი გეგმავს დღესასწაულის აღნიშვნას სადღესასწაულო კერძების მომზადებით (58%) და ასევე აპირებს ნათესავებისა და მეგობრების მონახულებას (55%). გამოკითხულთა 45% გეგმავს ეკლესიაში წასვლას. ასევე, ბავშვებთან ერთად გამოკითხულთა ნახევარს სურს სააღდგომო კვერცხზე ნადირობა (54%).
ყველაზე პოპულარული შესყიდვები წელს არის დისქაუნთერებში (55%) და უნივერმაღებში (44%). იმავდროულად, მყიდველების 36% გეგმავს ონლაინ შოპინგით სარგებლობას.