“სითი მოლის” მფლობელმა ვაკეში ქონება ₾36 მილიონად იყიდა – საინვესტიციო ვალდებულება $20 მილიონია

„სითი მოლის“ მფლობელმა კომპანიამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 9 200 კვადრატულ მეტზე მეტი მიწა და მასზე განთავსებული შენობები 35 778 188 ლარად იყიდა.
როგორც BM.GE-მ გაარკვია, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობიან ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული შპს სითი დეველოფმენტია. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, ამ უკანასკნელის 100%-იანი წილი „სითი მოლის“ მფლობელ კომპანია შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ეკუთვნის.
აუქციონში კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო, რომელმაც ქონების ყიდვა საწყის 3 მლნ ლარიან ღირებულებაზე ერთი ბიჯით, 5 000 ლარით მეტად შეძლო. მან ეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში უნდა გადაიხადოს, თუმცა კომპანიამ დამატებით ბიუჯეტს 32 773 188 ლარი უნდა გადაუხადოს, რაც ქონების ჯამურ ღირებულებას 35 778 188 ლარამდე ზრდის.