შოტლანდიის ერთ-ერთი უძველესი დისტილერიიდან იშვიათი ვისკი მოიპარეს

შოტლანდიის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი დისტილერიის, The Glenturret-ის საცავიდან ძვირფასი საკოლექციო ვისკის რამდენიმე ბოთლი მოიპარეს, იუწყება The Spirits Business. დანაშაული 12 აპრილს, დილის 4:45 საათზე, კრიფში მდებარე დისტილერიაში მოხდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ მოპარული ნივთები მოიცავდა იშვიათ გამოშვებას ფრანგული კრისტალების მწარმოებლის Lalique-ს მიერ დამზადებულ გამორჩეულ დეკანტერებში. Glenturret-მა დაადასტურა ქურდობა და აღნიშნა, რომ დაცვის თანამშრომლები და პოლიცია ადგილზე სწრაფად მივიდნენ. მიმდინარე გამოძიების გამო დეტალები არ ვრცელდება.
ვრცლად rbc – ზე