აშშ დანიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროებს განათავსებს

დანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, -ს დანიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროების და ტექნიკის განთავსების უფლება ექნება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მანამდე ამერიკამ ანალოგიური შეთანხმებები გააფორმა შვედეთთან და ფინეთთან. სთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს დანიის სამ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ავიაციის განთავსებას შეძლებს.

დანიასა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმება გრენლანდიასა და ფარერის კუნძულებზე არ ვრცელდება, რადგანაც ის თვითმმართველი ტერიტორიებია.

„ევროპაში აშშ-ის ძალისხმევას ომის პერიოდში მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით მხარი უნდა დავუჭიროთ. დანიამ და ევროპამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ამ შეთანხმების გაფორმებით სწორედ ეს ხდება“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა.

შეთანხმება ორი ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა ძალაში.