სმარტფონების გლობალური მიწოდება პირველ კვარტალში 1.5%-ით გაიზარდა – IDC

სმარტფონების გლობალური მიწოდება პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5%-ით გაიზარდა და 304,9 მილიონი ერთეული შეადგინა – წინასწარ მონაცემებს International Data Corporation (IDC) აქვეყნებს.
სამხრეთ კორეულმა Samsung Electronics-მა და ამერიკულმა Apple Inc.-მა შეინარჩუნეს წამყვანი პოზიციები გლობალურ ბაზარზე და გაყიდვები გაზარდეს შესაბამისად 0.6%-ით და 10%-ით.