სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მესტიაში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მესტიაში, 11 სოფლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა მოსახლეობას ახალ კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
მათი განმარტებით, ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირების მიზანს იმ ათასობით მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება წარმოადგენდა, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს.
„შეხვედრაზე პროკურორებმა ასევე განმარტეს, თუ რა ტიპის მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება კანონი და ვის ეხება ის. საუბარი შეეხო იმ პროცედურულ საკითხებსაც, რომელიც პირთა მიერ ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმწიფოსთვის მიწის ნაკვეთების დაბრუნებასთანაა დაკავშირებული. შეხვედრის დამსწრეებმა პროკურორებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
დეტალური ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის შესახებ იხილეთ აქ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტზე: ამ შეხვედრებით ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

ნიკა გვარამია: რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ – სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი”? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?