სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ასზე მეტი მოქალაქე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძვის, დაქირავებული მებრძოლია.
სადაზვერვო ინფორმაციასთან წვდომის მქონე ორი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აღნიშნული მებრძოლები ჩინეთის მთავრობასთან უშუალოდ არ არიან დაკავშირებულები.
ოფიციალურმა პირების მტკიცებით, ჩინელ მებრძოლებს მინიმალური სამხედრო მომზადება აქვთ და რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე თვალსაჩინო გავლენას ვერ ახდენენ.
Reuters-თან საუბრისას დაზვერვის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხედრო ოფიცრები საომარი ზონის მიღმა, რუსეთის მხარეს იმყოფებიან და ჩინეთის ხელისუფლების ნებართვით ტაქტიკურ სწავლებაში უწევენ დახმარებას.
მანამდე, 10 აპრილს, უკრაინაში სამხედრო ტყვედ აყვანილი ჩინეთის ორი მოქალაქის დაკითხვის პარალელურად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს 150-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქე იბრძვის.
“ამ დროისთვის, გვაქვს ზუსტი მონაცემები, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში 150-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. ვიცით, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია” – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ 8 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე. ზელენსკი ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეოს აქვეყნებს.
წყარო: tabula.ge
