კაია კალასი – ოთხი კვირა გავიდა, რაც ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდა, ს მხრიდან კი არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მოსკოვზე ზეწოლა

უკვე ოთხი კვირა გავიდა იმ დროიდან, რაც მ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა და ს მხრიდან არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა და ვფიქრობ, რომ ეს ყველა იმ ადამიანის სანდოობის საკითხია, ვინც თქვა, რომ მკვლელობების შეჩერება გვჭირდება“, – აღნიშნა კალასმა.
ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მოისმენენ, რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორ შეუძლიათ მათ დახმარების გაწევა. -ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი შეხვედრას ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწრება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა -ის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე გაიმართებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჭიათურის მერია – საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი – ეს იყო სკოლის მოსწავლეების მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო