კახა კალაძე სანქციებზე – არავის ვაძლევთ საშუალებას, იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებულნი

გრძელდება შანტაჟი და მუქარები, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ დიდი ბრიტანეთის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არავის აძლევს საშუალებას, რომ საქართველოზე იბატონონ, რის გამოც გაღიზიანებულები არიან.
„ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად – ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ, ამიტომ არიან გაღიზიანებულნი, თუმცა ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს – რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება

გიორგი ბაჩიაშვილი – არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე – შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება