რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთში საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე დამნაშავედ ცნეს “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის” და ის მისჯილ 9 წელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში გაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი