ტურიზმის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა – ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უახლეს პროექტებს გაეცნენ, რომელიც ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, საერთაშორისო მედია პლატფორმებთან თანამშრომლობასა და მასშტაბურ კამპანიებს მოიცავს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვისთვის საჭირო პროექტებს.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ტურიზმის სფერო მიმდინარე რეგულაციებითა და მომსახურების სფეროში ხარისხის ამაღლების მიზნით მიმდინარე ტრენინგებით, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად კერძო სექტორის 2 ათას წარმომადგენელს სრულიად უსასყიდლოდ ამზადებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
