გენერალმა ზალუჟნიმ დაადასტურა გერმანიაში, ამერიკულ ბაზაზე სპეციალური შტაბის არსებობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა მ, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩია, დაადასტურა, რომ ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პარტნიორებთან ერთად გერმანიაში შექმნეს სპეციალური შტაბი.
მას ზალუჟნი „საიდუმლო იარაღს” უწოდებს.
მარტის ბოლოს გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის თანახმად, თითქმის სამი წლის განმავლობაში კიევს და ვაშინგტონს საჯაროდ გამოუცხადებელი თანამშრომლობა ჰქონდათ დაზვერვის, სტრატეგიის, დაგეგმვის და ტექნოლოგიების საკითხებში, რის შესახებაც ინფორმირებული იყო ამერიკელი და მოკავშირე ქვეყნების მაღალჩინოსნების ვიწრო წრე.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ვისბადენში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ბაზა უკრაინელ სამხედროებს აწვდიდა რუსეთის ჯარების კოორდინატებს. New York Times-ის ცნობით, ოპერაციის სახელწოდება იყო Task Force Dragon და მიზნად ისახავდა ცოცხალი ძალით და შეიარაღებით რუსეთის უპირატესობის კომპენსირებას.
დღეს, 8 აპრილს ვალერი ზალუჟნიმ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ვისბადენის შტაბი მართლაც იქცა უკრაინის და მისი პარტნიორების „საიდუმლო იარაღად ოპერაციების დაგეგმვისა და მათი რეალიზაციისთვის საჭიროებების ფორმირებისთვის“.
გენერალ ზალუჟნის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ არსებითად გაიზარდა პარტნიორებისგან მრავალფეროვანი იარაღითა და ტექნიკით უკრაინის დახმარება და გაჩნდა ახალი გამოწვევები, რაც ტრანსპორტირებას და რემონტს ეხებოდა. ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ 2022 წლის აპრილში შექმნეს უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციის ცენტრი, რომელიც გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, -ის ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში იყო, გარკვეული დროის შემდეგ კი მუშაობა ვისბადენში გააგრძელა.
ვალერი ზალუჟნის განცხადებით, შედეგად მიხვდნენ, რომ სჭირდებოდათ პარტნიორებთან ერთობლივი შტაბი, რომელიც ოპერაციების დაგეგმვიდან გამომდინარე განახორციელებდა იარაღისა და ტექნიკის საჭიროების შეფასებას.
უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდლის თანახმად, ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დადგა 2022 წლის ზაფხულში, როცა პარტნიორებმა ეჭვი გამოთქვეს უკრაინის ფრონტისთვის ამა, თუ იმ სახეობის იარაღის და საბრძოლო მასალების მიზანშეწონილობის მიმართ. ვალერი ზალუჟნის განცხადებით, სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ბაზაზე შექმნილიყო ოპერატიული შტაბი, რომელიც გააანალიზებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილ ოპერაციებს და ნატოს სტანდარტების შესაბამის საჭიროებებს განსაზღვრავდა.
ზალუჟნის ინფორმაციით, ვისბადენის შტაბში გეგმავდნენ ოპერაციებს, აწყობდნენ სამხედრო თამაშებს, განსაზღვრავდნენ უკრაინის არმიის საჭიროებებს და მათ გადასცემდნენ ვაშინგტონს და ევროპის დედაქალაქებს.
გენერალი ვალერი ზალუჟნი უკრაინის არმიის მთავარსარდალი იყო 2021 წლის ივლისიდან. 2024 წლის 8 თებერვალს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზალუჟნი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, ერთ თვეში კი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან