სროლა პრაღის უნივერსიტეტთან – რას ჰყვებიან თვითმხილველები

ჩეხეთის დედაქალაქში სროლის ხმა დღის მეორე ნახევარში გაისმა. პრაღის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი იმ დროს გაიხსნა, როცა სასწავლო დაწესებულებაში ასობით სტუდენტი და თანამშრომელი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მოქალაქე კი დაშავდა. მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
ის, ვინც თავდამსხმელის ტყვიებს გადაურჩა, თავს გაქცევით უშველა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სტუდენტების ნაწილი, უსაფრთხოების მიზნით, შენობის სახურავზე იმალება. კამერებმა დააფიქსირეს შეიარაღებული მამაკაციც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა, უსაფრთხოების გამო, უნივერსიტეტთან მისასვლელი ყველა გზა კვლავ პოლიციის ალყაში რჩება.
თვითმხილველების თქმით, სროლა უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე დაიწყო და სასწავლებლის სხვა ლოკაციებზე გაგრძელდა. პოლიციამ მიმდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია რამდენიმე წუთში დაიწყო.
ხელისუფლებამ ადგილობრივებსა და ტურისტებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. სამუშაო ვიზიტი შეწყვიტა ჩეხეთის პრეზიდენტმა, რომელიც ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
უნივერსიტეტის შენობაში, ამ წუთებშიც, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მისცემია.

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის”. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე