ირაკლი კობახიძე – ვთქვით, რომ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვაჩერებთ, ახლა, ფაქტობრივად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ – ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი მხრიდანაა შეჩერებული

ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვთქვით, რომ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვაჩერებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით „ფაქტობრივად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვს“.
„ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვთქვით, რომ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვაჩერებთ. ახლა, ფაქტობრივად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ – ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 10 აპრილს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის