“თანამედროვე ლოგისტიკა სწრაფ ცვლილებებსა და მაღალი კონკურენციის პირობებში ოპერირებს,” – Bene Group სწორედ ასეთ გარემოში ჩამოყალიბდა და გახდა საერთაშორისო ლოგისტიკის ლიდერი, რომელიც ინოვაციებზე, კლიენტზე ორიენტირებულ სერვისებზე და ეფექტურობაზე დგას. – განაცხადა ბენე ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ.
Bene Group-მა საქმიანობა დაიწყო მცირე მასშტაბით, თუმცა მყარი ბიზნესმოდელის, სტრატეგიული პარტნიორობებისა და პროფესიონალი გუნდის წყალობით, კომპანია სწრაფად გაფართოვდა. დღეს Bene Group წარმოადგენს მრავალფუნქციურ ლოგისტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ტვირთების გადაზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უზრუნველყოფს.
ჩვენი ისტორია იწყება ერთი მარტივი, მაგრამ ამბიციური იდეით: შექმნილიყო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც არა მხოლოდ ტრანსპორტირების სერვისს შესთავაზებდა კლიენტებს, არამედ მთლიანად შეცვლიდა ტვირთის გადაზიდვის გამოცდილებას. გიორგი გოგლიძის თქმით, მთავარი აქცენტი კეთდებოდა ტექნოლოგიურ განვითარებაზე, სისწრაფეზე და უსაფრთხოებაზე.
წარმატების მთავარი საფუძველი მისი გუნდი და კორპორაციული კულტურაა. გიორგი გოგლიძე აღნიშნავს, რომ კომპანია აერთიანებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობენ ეფექტური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნაზე. გუნდური სულისკვეთება და თანამშრომლების განვითარების მხარდაჭერა Bene Group-ის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რაც კომპანიის ზრდასა და ბაზარზე მისი პოზიციების განმტკიცებას უწყობს ხელს.
Bene Group მუდმივად იყენებს ტექნოლოგიურ სიახლეებს ოპერაციების ეფექტურობის გასაზრდელად. ციფრული პლატფორმების, ავტომატიზებული პროცესებისა და მონაცემთა ანალიტიკის საშუალებით, კომპანია უზრუნველყოფს ოპტიმალურ გადაზიდვის მარშრუტებს და კლიენტებისთვის საუკეთესო სერვისს.
გიორგი გოგლიძის თქმით, Bene Group არ აპირებს გაჩერებას. კომპანიის მიზანია, კიდევ უფრო გააფართოოს საერთაშორისო ქსელი, დანერგოს ახალი სერვისები და გააძლიეროს პოზიციები გლობალურ ბაზარზე. მისი თქმით, ამ წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდის, ინოვაციური მიდგომებისა და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით. Bene Group-ს წინ დიდი მომავალი აქვს, და ის აგრძელებს ლოგისტიკის სფეროს ახალ სიმაღლეებზე აყვანას.
