„ბრალდებულებს დენი ურტყამთ“ – აქციაზე დაკავებულების სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. სპეციალისტებმა უნდა გადაამოწმონ, ბრალდებულების ჯანმრთელობას საფრთხე ხომ არ ემუქრებათ.
სხდომის დაწყების პირველივე წითებში ერთ-ერთმა ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა თქვა, რომ ბრალდებულებს დენი ურტყამდათ.
„მე დღეს ვზივარ იმ პროცესზე, სადაც ორ ბრალდებულებს დენი ურტყამს. როგორ ვთქვა, რომ მე ვარ ადვოკატი, როცა ვიცი, რომ მათ დენი ურტყამთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ; ვიცი, რომ ეს პრობლემა ამ დარბაზში ექვსი წელია არის, მაგრამ მინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოება დაცული იყოს“, – თქვა სხდომაზე ავსაჯანიშვილმა, რომელიც ნიკოლოზ ჯავახიშვილის უფლებებს იცავს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ამ მიზეზით სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. მისი თქმით, ამ პრობლემის არსებობის შესახებ მისთვის ამ დრომდე არ იყო ცნობილი.
რადიო თავისუფლება ცდილობს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურთან დაკავშირებას, კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 აპრილს გრძელდება პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 ბრალდებულის (ირაკლი მიმინოშვილი; ვეფხია კასრაძე; ვალერი კაძელაშვილი; ინსაფ ალიევი; თორნიკე გოშაძე; ნიკოლოზ ჯავახიშვილი; გიორგი გორგაძე; ზვიად ცეცხლაძე) საქმის განხილვა. ისინი ბოლო 2024 წლის 7 დეკემბრიდან „მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის მოტივით“ პატიმრობაში არიან.
პროევროპული აქციების შესახებ
„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღიდან, 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში იმართება ხალხმრავალი აქციები ახალი ს ჩატარების მოთხოვნით. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.
ირაკლი მ მისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის – სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ქუჩაში ხალხი გამოიყვანა – აქციები ოთხ თვეზე მეტია უწყვეტად გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა სისხლის სამართლის წესით, ასობით ადამიანი კი ადმინისტრაციული წესით.