“ნეტფლიქსს” მომხმარებლების ბოიკოტი ემუქრება მას შემდეგ, რაც პოპულარულ საბავშვო სერიალში აჩვენეს ბიჭი კაბაში – Newsweek

სოციალური მედიის მომხმარებელთა ნაწილი Netflix-ს ბოიკოტით ემუქრება. საზოგადოება, კინოსტუდიას, CoComelon Lane-ის ეპიზოდში, ბიჭის მიერ შესრულებული ცეკვის გამო აკრიტიკებს, რომელსაც კაბა აცვია. კრიტიკოსები ამ მონაკვეთს “უბრალოდ ბოროტებად” აფასებენ. ამის შესახებ Newsweek წერს.
Netflix-ის სერიალი, CoComelon Lane ბავშვებისთვისაა შექმნილია. პირველი სეზონის მე-8 ეპიზოდში, ბიჭს სახელად ნიკოს, უჭირს გადაწყვეტილების მიღება თუ რა ჩაიცვას საოჯახო ფოტოსესიისთვის. ეპიზოდში ორივე მამა ბავშვს აძლევს რჩევას, თუ უჭირს გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ იფიქროს იმის შესახებ თუ რა უყვარს და იყოს ის, ვინც არის, ამის შემდეგ ნიკო ცდილობს ყველა სახის ტანსაცმელი მოირგოს, მათ შორის მეხანძრის ფორმა და შეფ-მზარეულის მოსაცმელი, თუმცა სოციალურ ქსელში მხოლოდ ის მონაკვეთი გავრცელდა, სადაც პატარა ბიჭს კაბა აცვია.
გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა და კონსერვატორების კრიტიკა დაიმსახურა. ისინი ფიქრობენ, რომ საბავშვო ანიმაციის მსგავსმა ეპიზოდებმა, შესაძლოა ბავშვებში ორიენტაციის შეცვლა გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან