Axios: Warner Bros. Discovery და Paramount Global გაერთიანებას განიხილავენ

Axios-ის ინფორმაციით, ორი მსხვილი მედია კონგლომერატი, Warner Bros. Discovery და Paramount Global გაერთიანებას განიხილავენ. გამოცემა წერს, რომ Warner Bros. Discovery-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი დევიდ ზასლავი Paramount Global-ის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელ ბობ ბაკიშს კომპანიების შესაძლო გაერთიანების განსახილველად შეხვდა.
გამოცემის წყაროების თანახმად, ზასლავი და ბაკიში ერთმანეთს Paramount-ის შტაბ-ბინაში შეხვდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს, რანაირად შეუძლიათ კომპანიებს ერთმანეთის გაძლიერება. ჯერჯერობით უცნობია, WBD უშუალოდ Paramount Global-ის თუ მისი მშობელი კომპანიის, National Amusements Inc.-ის ყიდვას აპირებს, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ ორივე ვარიანტი განიხილება.
Axios-ის მიხედვით, ამ გარიგებას მსოფლიო მედიისთვის მრავალი მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად CBS News და CNN შეიძლება გაერთიანდეს. გამოცემა ასევე წერს, რომ შესაძლოა, ორივე კომპანიის სტრიმინგ პლატფორმები Paramount+ და Max ერთმანეთს შეერწყას და Netflix-სა და Disney+-ს კონკურენცია უკეთ გაუწიოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ Paramount-ს მსხვილი ვალები აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება, სტრატეგიული პარტნიორი ან მყიდველი მოიძიოს.
გამოცემა ასევე წერს, რომ ზასლავის ხელმძღვანელობით ჩატარებული სხვა გაერთიანებებიც მსგავს სტრატეგიას იზიარებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”