ლია ქუარტაპელე – საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში იტალიის ელჩის გომელაურთან შეხვედრის მიზეზებს ვკითხავ

საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში იტალიის ელჩის გომელაურთან შეხვედრის მიზეზებს ვკითხავ, – ამის შესახებ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის – დეპუტატთა პალატის – საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ლია ქუარტაპელე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საქართველოში იტალიის ელჩი შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს ხვდება. ვინ იცის რას ფიქრობენ შეერთებულ შტატებში ან ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც მინისტრი დაასანქცირეს სისასტიკისთვის, რომლითაც მან პროტესტები ჩაახშო.
[საგარეო საქმეთა მინისტრ] ტაიანის ამ შეხვედრის მიზეზებს ვკითხავ”,- წერს ქუარტაპელე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?