იაგო ხვიჩია:
ბევრი რამ არის ამ ქვეყანაში, რაც მე არ მიმაჩნია ნორმალურად. მაგრამ, მე რომ რაღაც არანორმალურად ან არაბუნებრივად მეჩვენება, ეს იმის საფუძველს ხომ არ მაძლევს, ვთქვა, რომ ადამიანი უნდა დავიჭიროთ?
მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?
თუ ვამბობთ, რომ საჯარო სივრცეში გინებისთვის ყველა ციხეში უნდა გავუშვათ, წარმოგიდგენიათ, ციხეებში რა მოხდება ან საზოგადოებაში რა მოხდება?!
ოცნება გვეუბნება, საზოგადოებაში დაძაბულობა უნდა განვმუხტოთო, ვიღაცამ ვიღაცას შეაგინა, ციხეში აგდებ და ამით განიმუხტება სიტუაცია?




