იან კელი – აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა ელენე ხოშტარიას მიმართ – ახლავე გაათავისუფლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მიიღებთ!

აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა ელენე ხოშტარიას მიმართ, ახლავე გაათავისუფლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მიიღებთ, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.
„აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გულისხმიერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყურადღება სხვა რამეზე გვაქვს გადატანილი, მაგრამ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, გხედავთ. ახლავე გაათავისუფლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მიიღებთ“, – წერს იან კელი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?