პეტრას აუსტრევიჩიუსი – რუსულად მოქმედმა ქართულმა პოლიციამ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია – საქართველოს მთავრობა მაღალ ფასს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება.
როგორც ევროპარლამენტარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის საქართველოს მთავრობა მაღალ ფასს გადაიხდის.
„რუსულად მოქმედმა ქართულმა პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია, ოპოზიციური პარტია „დროას” თავმჯდომარე. საქართველოს მთავრობა მაღალ ფასს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის”, – წერს აუსტრევიჩიუსი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?