არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება 10 თეთრით გაიზარდა – ციტრუსის ჩაბარების პროცესის პარალელურად, ამოქმედებულია რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბიც

26 000 ტონაზე მეტი მანდარინი უკვე ექსპორტზეა გატანილი, ეს მონაცემები წინა წელთან შედარებით მაღალია, გაზრდილია საექსპორტო ფასიც.
ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი საწარმოში, არასტანდარტული ციტრუსის ჩაბარების პროცესს, სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. ოთარ შამუგიას თქმით, ხილის რეალიზაცია რეგიონში მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა, მთავრობისთვის კი ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება.
არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება 10 თეთრით გაიზარდა. ფერმერი კილოგრამ მანდარინში, 30 თეთრს იღებს, აქედან 25 თეთრს სახელმწიფო იხდის, 5-ს კი ჩამბარებელი საწარმო. ციტრუსის ჩაბარების პროცესის პარალელურად, ამოქმედებულია რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბიც.
წინასწარი მონაცემებით, წელს ციტრუსის მოსავალი 55 000 ტონა იქნება. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის საწარმო ჩაიბარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე