ირაკლი ზარქუა – მამუკა ხაზარაძეს უნდა უხაროდეს, „ნაცების“ სიაში ჩაეწერა – ველოდები მათ საერთო სიას

მამუკა ხაზარაძეს უნდა უხაროდეს, „ნაცების“ სიაში ჩაეწერა – ველოდები მათ საერთო სიას, – ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა მ გააკეთა.
ზარქუას თქმით, „ლელო“ და „ნაცები“, ერთი მთლიანი ორგანიზმია და ამ ორ პარტიაში ერთი ღირებულების, ერთი მრწამსის ხალხია.
„პარტიაში რომ სამადაშვილი გეყოლება, რანაირად უნდა იფიქრო, რომ „ნაცებისგან“ განსხვავებულია? ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთი ამხილეს – სამადაშვილი სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბობდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. ეს ხელწერა აქვთ „ნაცებსაც“.
ბელადს ჩართვა ჰქონდა და თქვა, რომ თურმე, ემიგრანტებთან სამუშაოდ ხაზარაძე და იქით ვაშაძე გაშვებული ჰყავს. ვაშაძე და ხაზარაძე კარგად მუშაობენო – „ხაბემ“ ენა არ იცის და გაუჭირდება ცოტა… ჩემი „ხაბე“ ადგილობრივ პუბლიკასთან მუშაობს. მათი ლუსტრაცია ხდება. ესენი არიან ერთი გუნდი, ერთი ხელწერით და „ლუზერების“ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ – გიჟი „ჯაფარა“, „ლელო“, „ნაცები“ და „რესპები“. ესენი არიან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ავტორები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი