ზურაბიშვილი: ამ წუთებში ჩემი ხელმოწერით ერთობლივი წერილი ევროპულ ლიდერებთან იგზავნება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს ცნობით, კოორდინაციის ფარგლებში ევროპულ ლიდერებთან მისივე ხელმოწერით წერილი იგზავნება.
ზურაბიშვილის თქმით, წერილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხება, რომელსაც ყურადღება სჭირდება.
“კოორდინაციის ფარგლებში, დღეს გადაიგზავნა და ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი მოიცავს, ამ მომენტისთვის, უკრაინის თავდაცვის ახალ პროექტებსა და დაფინანსებას, სადაც არ წერია დღეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი თემა ამ დღის წესრიგისა და ეს იყო თემა, რამაც განაპირობა, რომ არ შეიძლება, სხვა პრიორიტეტები გასაგებია, მაგრამ ამავე დროს, არ შეიძლება, რომ არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, თუ რაც ხდება დღეს საქართველოში, რეპრესიული რეჟიმის გაძლიერება თუ არა, გაფართოება.
საქართველო ვერ იქნება განხილული, როგორც ცალკე პოლიტიკური კრიზისი.
საქართველოში არის სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესია, საქართველოს დამოუკიდებლობის, ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა.
დღევანდელი მმართველი რეჟიმი მიდის იმ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს უნდა გაიგონ ჩვენმა პარტნიორებმა, როცა ლაპარაკი იქნება შავ ზღვაზე, დღევანდელი “ქართული ოცნება” შავ ზღვაზე აპირებს შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში, რუსები აპირებენ ოჩამჩირეში საზღვაო ძალების ბაზას.
უნდათ, თუ არ უნდათ, საქართველო ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ვერ იქნება მივიწყებული. საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა არსებობდეს დღეს ისეთი, გამოწვევები რაც უფრო მეტად იწვევს ყურადღებას. ესაა მიზანი და მოთხოვნა მომავალი ევროპული საბჭოსთვის, იქ უშუალოდ იყოს ჩაწერილი დღის წესრიგში საქართველოს საკითხი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.