ტრამპი-პუტინის საუბრის შემდეგ რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ენერგოობიექტებსაც

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. დაზიანებულია სახლები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები.
ს ოლქის პოლიციის მიერ დღეს, 19 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბუჩის და ბორისპოლის რაიონებში დაზიანებულია 36 სახლი და დანგრეულია სხვა ორი შენობა. დაშავდა ორი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, სუმის ოლქში რუსულმა დრონებმა დააზიანეს ორი საავადმყოფო, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში – სახლები და სხვა შენობები.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით ორი დარტყმა იყო რკინიგზის ენერგოსისტემაზე. მსხვერპლი არ არის.
18 მარტს, -ის და ს პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით, სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტით და გაიმართება ტექნიკური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, ასევე, ცეცხლის სრულად შეწყვეტასა და სრულ მშვიდობაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 19 მარტს, გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა 2 ბალისტიკური და 4 საზენიტო მართვადი რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 145 დრონი.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 72 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, კიევის, პოლტავის, სუმის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ჟიტომირის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებში, ხოლო 56 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის პრეზიდენტ ს განცხადებით, პუტინმა ფაქტობრივად, უარყო ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადება, ამიტომ სწორი იქნება, თუ პასუხად მსოფლიო უარყოფს პუტინის ნებისმიერ მცდელობებს, გაახანგრძლივოს ომი.
ზელენსკის თანახმად, აუცილებელია გაგრძელდეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, უკრაინის დახმარება და მუშაობა უსაფრთხოების გარანტიებზე. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების რეალურად შეწყვეტა იქნება იმის დასტური, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს.
პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე, 11 მარტს საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება, რომლის შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ წინადადებაზე თანხმობა არ უთქვამს.
ფორუმი