რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – საავტომობილო გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზა უკვე გადაკეტეს.
პროტესტის 110-ე დღესაც მოქალაქეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც, საიდანაც აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან გადმოინაცვლებენ და ადგილზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)