აჭარის მთავრობის სახლთან ლოზუნგით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები”, “შეწყდეს რეპრესიები” აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები”, “შეწყდეს რეპრესიები”,- ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ 110 დღეა პროტესტი გრძელდება და „ქვეყანას არ დათმობენ“.
“უამინდობის მიუხედავად აქ ვართ, ჩვენ ვერ დავთმობთ ქვეყანას, რომლის ევროპული მომავლისთვის, ჩვენი წინაპრები თავს სწირავდნენ. ხელისუფლებას ეგონა, რომ პროტესტი შეწყდებოდა, მაგრამ მასშტაბური სახე მიიღო. ვხედავთ ქვეყანას გარუსება ელოდება, რასაც არ დავუშვებთ”, – ამბობენ აქციაზე შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)