დაყადაღებულია „ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებიც

საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნანუკას ფონდთან“ ერთად, დაყადაღებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებიც. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ორგანიზაციაში დაუდასტურეს.
„ველოდებით განჩინების ჩაბარებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა დაყადაღება. რომ წავიკითხავთ, შემდეგ გვეცოდინება დეტალები“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნათია თავბერიძემ.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის დაფუძნებულიც არის „ნანუკას ფონდი“, ფეისბუკში წერს, რომ დაყადაღებულია კიდევ ერთი ფონდის – „ფროსფერითი ჯორჯიას“ – საბანკო ანგარიშებიც.
სამივე ორგანიზაცია ბოლო პერიოდში მეტწილად ორიენტირებული იყო პროევროპული აქციების მონაწილეთა დახმარებაზე. ისინი მოქალაქეებს ეხმარებოდნენ პოლიციის გამოწერილი და სასამართლოს დაკისრებული სოლიდური ჯარიმების გადახდაში.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ 100 დღეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი ს ჩატარების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდებოდა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – მე რა ვიცი, რომ ჩემი IP არ გატეხეს და თვითონ არ რეკავდნენ? ბურჭულაძესა და ზოდელავასთან ახლობლობა და ნათესაობა კი არ უარგვიყვია, ადამიანები ერთმანეთს ვურეკავთ, მაგრამ ბაჩოს აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ირაკლი კობახიძე: დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს