ღამით მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა – მაშველებმა და მოქალაქეებმა მძღოლი გადაარჩინეს

ღამით თბილისში, მეტეხის ხიდიდან მანქანა გადავარდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეებმა და მაშველებმა მანქანის მძღოლი მტკვრიდან კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა.