მას შემდეგ, ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების განახლების ვადა ამოიწურა, 11 მარტს იემენში მოქმედმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა გამოაცხადეს, რომ განაახლებენ თავდასხმებს გემებზე, რომლებიც, მათი აზრით, ისრაელთან არიან კავშირში.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მოძრაობა „კვლავ აკრძალავს ისრაელის ყველა გემის გადაადგილებას“ წითელ ზღვაში, ბაბ ელ-მანდების სრუტეში, ადენის ყურესა და არაბეთის ზღვაში. ამის მიზეზია ის, რომ ისრაელის ხელისუფლებამ არ დაუშვა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების განახლება ჰუსიტების ამ ულტიმატუმის წარდგენიდან ოთხი დღის განმავლობაში.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვეს და წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სამიზნეში ამოიღეს გემები, რომლებიც მათი აზრით, ისრაელთან იყვნენ კავშირში.
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ჰუსიტებმა 19 იანვარს შეაჩერეს ეს კამპანია, რომელმაც საზღვაო ტრანსპორტისთვის მწვავე პრობლემები შექმნა. მათი განცხადებით, ისინი ბლოკადაში მყოფ პატარა ანკლავში მცხოვრები პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად მოქმედებენ.
2 მარტს ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეაჩეროს ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, რაც „ჰამასთან“ შეთანხმების გაგრძელების საკითხზე შექმნილ უთანხმოებას უკავშირდება.
