ევროკომისიის სპიკერი – საქართველოში ვხედავთ ადამიანის უფლებების გაუარესებას არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ევროპულ გზას – ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას

საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. შედეგად, ევროკავშირმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა, – ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით საპარლამენტო ს შემდეგ გამწვავდა.
„საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული და ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების გაუარესებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. შედეგად, ევროკავშირმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა. ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები. გავყინეთ ფინანსური დახმარება.
ეს თანხა ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად მივმართეთ და მივიღეთ ზომები დიპლომატიური ვიზების კუთხითაც. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში ვითარების მონიტორინგს, რათა ჩართულები ვიყოთ და ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას“, – განაცხადა ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა.