თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის რეჟიმის მიმართ აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა არ შეიცვლება – ურთიერთობის გადატვირთვის გზა მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და რომ -ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ შეიცვლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი გზა საქართველოში სამართლიანი ს ჩატარებაა.
„აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში, ორივე პალატაში, ორივე პარტიაში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის მიმართ არ შეიცვლება, არ შეიცვლება არც სანქციების გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან არის ახალი საპარლამენტო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ურთიერთობის გადატვირთვის აშშ-სთან გზა მხოლოდ ეს არის“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.