მედია – ს ადმინისტრაცია ს ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს

-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია ს ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს -ის გადახდის სისტემებზე რუსეთის ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვით, – ამის შესახებ CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხშაბათს გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის მიერ იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. ამ ნაბიჯის შედეგად კი ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.
რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ სანქციებისაგან, მოიცავდა : „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“ „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალურ ბანკს.
CBS News-ი წერს, რომ ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას ურთულებს, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც შესამჩნევი ნახტომია ბოლო კვირების დაბალი ფასების შემდეგ.
CBS News-ი ხაზს უსვამს, რომ შეზღუდვების გამკაცრება იმ ფონზე ხდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები ში ომის დასასრულებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს