მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, განაცხადა, რომ საპროცედურო ნაწილზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება.
„სასამართლო სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და მხარეებს აცნობებს, რომ საქმეზე საპროცედურო ნაწილის დადგენილება გამოცხადდება 18 მარტს, 17:50 საათზე, შესაბამისად, საქმის განხილვას დასრულებულად ვაცხადებ“, – განაცხადა მოსამართლემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია