ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ ათობით რეგულაცია გააუქმა

პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ 12 მარტს გაიწვია მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ს დროს მიღებული რეგულაციების მთელი წყება, რომელიც გარემოს უკეთ დაცვას ემსახურებოდა. გაუქმებულ რეგულაციებს შორის სახელდება ელექტროსადგურებზე და ავტომობილებზე დაწესებული მავნე გამონაბოლქვის ლიმიტები, თუ წყლების დაცვისკენ მიმართული რეგულაციების შემცირება.
გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება თანხვედრაშია პრეზიდენტ ს წინასაარჩევნო დაპირებებთან. არჩევნებამდე ის ამერიკელებს პირობას აძლევდა, რომ მოხსნიდა იმ შეზღუდვებს, რომლებიც გარემოს დაცვის, ან კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გამო მიიღეს და ქვეყანაში ქვანახშირის, ნავთობის, თუ ბევრი სხვა სახის წიაღიესულის წარმოებას აფერხებდა.
12 მარტს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, გარემოს დაცვის სააგენტომ ჯამში 30-ზე მეტი რეგულაცია გაიწვია. მათ შორისაა “სუფთა წყლის აქტი”, რომელიც ქვეყნის მდინარეებს, არხებს, ყურეებს, ოკეანეს იცავდა სოფლის მეურნეობის, წიაღისეულის მოპოვებისა და სხვა ტიპის საწარმოო ნარჩენებისგან.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებით გეგმავს მოხსნას ჰაერის მავნე გამონაბოლქვისგან დამცველი კიდევ უფრო მეტი რეგულაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი