საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ლოზუნგით: “სოლიდარობა რეჟიმის მიერ ჩაგრულებს” მიმდინარეობს

“სოლიდარობა რეჟიმის მიერ ჩაგრულებს” – ამ ლოზუნგით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებისა” და პროფკავშირების წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.
ისინი ითხოვენ, დაუბრუნდეს მაუწყებელი საზოგადოებას, რადგან, მათი თქმით, აქ საზოგადოების ხმა არ ისმის. ასევე, შეკრებილები ითხოვენ ადამიანური შრომის პირობებს და აპროტესტებენ საჯარო სამსახურებიდან ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც.
ცოტა ხანში ადგილზე ელოდებიან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მიმდინარე აქციას შემოუერთდებიან.
არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი არის მიწვეული და სტუდენტები ადგილზე აპირებენ გააპროტესტონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)