პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი პროტესტის 105-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
პარალელურად, მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით „აჭარლების მარში“ მოემართება, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)