იტალიის პრემიერ-მინისტრი -უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი -უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, – ამის შესახებ განცხადებას იტალიის მთავრობა ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ჯიდაში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, განსაკუთრებით 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტისა და კიევისთვის აშშ-ს დახმარების აღდგენის წინადადებას“, – ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.
იტალიის მთავრობის განცხადებით, „ახლა გადაწყვეტილების მიღება რუსეთზეა დამოკიდებული“.
„იტალია სრულად უჭერს მხარს აშშ-ის ძალისხმევას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას, რომელიც უკრაინის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას