ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილე 19 პირი 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილე 19 პირი 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა ფოვაემამ მიიღო.
კერძოდ, საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ გამართულ აქციას, რა დროსაც, აქციის მონაწილეები ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდებოდნენ, საავტომობილო მოძრაობა კი შეფერხებული იყო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამართულ სხდომას მოქალაქეთა ნაწილი არ დასწრებია. ნაწილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
მათ მიაჩნიათ, რომ ქვეითთა გადასასვლელზე პროტესტის გამოხატვით კანონს არ არღვევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია