აქციის 18 მონაწილე, რომლებიც ზებრაზე მოძრაობდნენ, 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს

ოლიგარქის სასამართლომ აქციის 18 მონაწილე, რომლებიც ზებრაზე მოძრაობდნენ, 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზებრაზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა.
კიდევ 7 პირის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ, 12 მარტს გამოაცხადებს.