კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ესაუბრა

უკრაინისა და -ის დელეგაციების შეხვედრის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგი ექნება, რაც აშშ-ს დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების განახლების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა კირ სტარმერის პრესსპიკერმა.
ამასთან, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს განუცხადა, რომ „გასულ შაბათ-კვირას ბრიტანელი ოფიციალური პირები უკრაინელ ოფიციალურ პირებს ესაუბრნენ და ისინი ხანგრძლივი მშვიდობის ერთგულები რჩებიან“.
შეგახსენებთ, ხვალ ს ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის, ს ცნობით, უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ. აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ მას უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით