ილონ მასკის განცხადებას ეხმაურება: უკრაინისთვის სტარლინკების თანხას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო იხდის, წელიწადში დაახლოებით $50 მილიონს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის განცხადებას ეხმაურება და წერს:
„უკრაინისთვის სტარლინკების თანხას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო იხდის, წელიწადში დაახლოებით $50 მილიონს. აგრესიის მსხვერპლის წინააღმდეგ მუქარის ეთიკურობის მიღმა, თუ სფეის იქსი არასაიმედო მომწოდებელი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა მომწოდებელი მოვიძიოთ“, – დაწერა მან.
პოლონელმა მინისტრმა მასკის შემდეგ პოსტს უპასუხა:
„მე, პირდაპირი გაგებით, ერთი-ერთზე გამოვიწვიე პუტინი უკრაინისთვის ბრძოლაში. ჩემი „სტარლინკ“ სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ გავთიშე. რაც მაწუხებს ახლა ისაა, რომ წლებია გრძელდება ჩიხში შესული ხოცვა-ჟლეტა, რასაც გარდაუვალად წააგებს. ნებისმიერს, ვისაც ეს ნამდვილად ადარდებს, ნამდვილად ფიქრობს და მართლა ესმის, უნდა, რომ ეს ხორცსაკეპი მანქანა გაჩერდეს. მშვიდობა ახლავე!!“, – დაწერა მასკმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება