ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საზეიმო მიღებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე – ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა