განცხადებაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.
საია წერს, რომ აღსანიშნავია სამართალდამცაველების მხრიდან, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალებზე მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება და ფიზიკური ძალადობა.
“სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, უზრუნველყოს ქალებისა და მამაკაცების თანასწორობა, არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად ირღვევა.
გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.
2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლების დარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა”, – წერს საია.
