გუშინ, 7 მარტს საპროტესტო აქციაზე დაკავებულები კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრები ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ირაკლი კუპრაძე, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გვიან ღამით, მათი ავტომობილი ვარაზისხევზე საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და მანქანის დათვალიერება მოსთხოვა. კუპრაძემ FACEBOOK ლაივი ჩართო. მისი თქმით ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.
