ჩეხეთის ელჩი – ჩეხეთის საელჩო დაესწრო მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას – საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს!

ჩეხეთის საელჩო დაესწრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას – საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს! – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ჩეხეთის საელჩო დაესწრო ს საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას. გავაგრძელებთ დამოუკიდებელი მედიის TRANSITION პროგრამის მეშვეობით დახმარებას. საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს!” – წერს კუბერნატი.