ზვიად ძიძიგური – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ან არ მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია იმიტომ, რომ ჯერ არ ყოფილა ამ თემებზე ლაპარაკი

პარტიაში ჯერ არ გვიმსჯელია არ თემაზე და გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, – ასე პასუხობს „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კითხვას, მიღებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება, თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „პროტესტის მონაწილეები თბილისის ან ს მერს წაართმევენ ხელისუფლებას“.
„ჩემს მოსაზრებას გეტყვი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის ან ბათუმის მერი რომ წაართვას პროტესტანტებმა ხელისუფლებას, ეს მნიშვნელოვანი ბერკეტია თუ არა? გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ან არ მონაწილეობაზე არ მიგვიღია იმიტომ, რომ ჯერ არ ყოფილა ამ თემებზე ლაპარაკი.
არ არის ეს თემა აქტუალური, მაგრამ ის, რომ წინასწარ ყველამ გადაწყვიტოს, რომ მოდი, არ მივიღოთ მონაწილეობა და ტელევიზიით ელაპარაკონ ოპოზიციური პარტიები ამაზე ერთმანეთს, ეს არ არის სწორი, და ღალატი იქნება. მონაწილეობის არმიღებაზე ადვილი არაფერია, არც ფულს დახარჯავ, არც ხალხში ივლი, არც რამეს დააორგანიზებ და თან იტყვი, არ მინდა, ამ ს პირობებში არ მივიღებ მონაწილეობას. მართალი და გამართული პოზიცია გექნება და იჯექი სახლში, მაგრამ დაიძინებს ს ხელისუფლება ამაღამ და არ გაიღვიძებს ხვალ? ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა და ამაზე ასე ჰაიჰარად საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.