– ნამდვილი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები უნდა მოიცავდეს ამ ომის ერთადერთი წყაროს, რუსეთის იძულებას, შეაჩეროს თავდასხმები

რუსებმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ 70-მდე რაკეტა და 200-მდე თავდასხმის დრონი გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
„რუსეთის არმიამ წუხელ მორიგი მასიური თავდასხმა განახორციელა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მათი სამიზნე იყო სხვადასხვა ობიექტი რამდენიმე რეგიონში – ოდესაში, პოლტავაში, ჩერნიგოვსა და ტერნოპოლში. საერთო ჯამში, რუსებმა გამოიყენეს 70-მდე რაკეტა, როგორც ფრთოსანი, ასევე ბალისტიკური და 200-მდე თავდასხმის დრონი. ეს ყველაფერი მიმართული იყო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას. ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები სადაც საჭიროა. სამწუხაროდ, დაზიანებულია ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსებიც. ხარკოვში რუსული რაკეტა საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად დაეცა, დაშავდა ხალხი. ისინი საჭირო დახმარებას იღებენ“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინის ცის დასაცავად F-16 და Mirage-ის თვითმფრინავები გამოიყენეს.
„დღეს უკრაინის ცის დასაცავად გამოიყენეს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და საფრანგეთის მიერ მოწოდებული Mirage-ის თვითმფრინავები. კერძოდ, Mirage-ებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ფრთოსანი რაკეტები. გმადლობთ! ნამდვილი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები უნდა მოიცავდეს ამ ომის ერთადერთი წყაროს, რუსეთის იძულებას, შეაჩეროს ასეთი თავდასხმები ადამიანების სიცოცხლეზე. ეს არის ის, რისი ეფექტური მონიტორინგიც შესაძლებელია. სიჩუმე ცაში – რაკეტების, შორ მანძილზე მოქმედი დრონების და საჰაერო ბომბების გამოყენების აკრძალვა და სიჩუმე ზღვაში – ნორმალური ნავიგაციის რეალური გარანტია. მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი გზა გააგრძელოს და სწორედ იბრძვის მშვიდობისკენ ამ ომის პირველივე წამიდან. ამოცანა – რუსეთის იძულება შეაჩეროს ომი“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?