ოჯახის თქმით, ნიკა კაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პაემნის უფლებას უზღუდავს

მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებულ აქტივისტს, ჟურნალისტ ნიკა კაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პაემნის უფლების გამოყენებას უზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას რეჟიმის პატიმრის, ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
2024 წლის 7 დეკემბერს ნიკა კაცია დააკავეს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.